loader

"ჩვენი გოგონა „მგლის ხახით" დაიბადა, 7 ათასში ერთს ემართება“ - ჯანლუკა ვაკი შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენი გოგონა „მგლის ხახით" დაიბადა, 7 ათასში ერთს ემართება“ - ჯანლუკა ვაკი შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს

ოქტომბრის ბოლოს „მოცეკვავე მილიონერი“ ჯანლუკა ვაკი და მისი რჩეული, 25 წლის შერონ ფონსეკა მშობლები გახდნენ. წყვილს ქალიშვილი ბლუ იერუსალიმი შეეძინა. 2 თვის თავზე ვაკიმ და ფიონსეკამ ახალშობილი გოგონას პირველი ფოტო გამოაქვეყნეს. ფოტოზე ისინი ნაძვის ხესთან პოზირებენ და ახლად დაბადებული გოგონას შესახებ ახალ დეტალებსაც ჰყვებიან. ცნობილი ხდება, რომ გოგონა თანდაყოლილი პათოლოგიით, ეგრეთ წოდებული მგლის ხახით დაიბადა და მას მალე ოპერაცია ჩაუტარდება.

„გვინდა, სიყვარულით გაგიზიაროთ ჩვენი პატარა გოგონას ისტორია. ის ,,მგლის ხახით” დაიბადა. ეს ემართება 7 ათასში ერთ ახალშობილს. გაგვიმართლა, რომ გვყავს სუპერექიმების ბრიგადა და საჭირო დროს პატარას ოპერაცია ჩაუტარდება, რათა მან სრულფასოვნად შეძლოს ცხოვრების გაგრძელება“ – ნათქვამია ჯანლუკა ვაკისა და შერონ ფონსეკას ერთობლივ განცხადებაში.