loader

ახალი გადაწყვეტილება, რომელიც თბილისში დღეიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი გადაწყვეტილება, რომელიც თბილისში დღეიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს

თბილისში დღეიდან, 31 დეკემბრის ჩათვლით, ე.წ. ბასლაინებზე ავტომანქანების გადაადგილება ნებადართული იქნება.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება დროებით, ახალ წლამდე იმოქმედებს.

მისი თქმით, ვინაიდან მოახლოებულია ახალი წელი და მოსახლეობას სხვადასხვა მიზნით ესაჭიროება გადაადგილება, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დაუშვას კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დედაქალაქში არსებულ ავტობუსებისთვის განკუთვნილ ხაზებში – ე.წ. ბასლაინებში, რაზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება.