ტრაგედია სამტრედიაში - 32 წლის კაცმა ცოლი მოკლა
სამტრედიის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. 32 წლის კაცმა ცოლი მოკლა. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.
"პოლიციის თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული მ.მ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სამტრედიაში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - 1973 წელს დაბადებულ ე.კ.-ს და მიიმალა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებული მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე საათში, საკუთარ სახლთან ახლოს, მიტოვებულ სახლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.