loader

სოფელ კაბალში ცოლად მოყვანის მიზნით გატაცებული 16 წლის გოგო იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოფელ კაბალში ცოლად მოყვანის მიზნით გატაცებული 16 წლის გოგო იპოვეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ცოლად მოყვანის მიზნით გატაცებული 16 წლის გოგო იპოვეს. მასთან ერთად აფენის პოლიციაში გამოკითხვაზეა გამტაცებელი 21 წლის ბიჭიც.

როგორც არასრულწლოვნის მამა აცხადებს, მის შვილს გათხოვება არ უნდოდა, ის იძულებით გაიტაცეს და მოითხოვს დამნაშავის კანონით დასჯას.
გამტაცებლის მამა კი ამბობს, მისი შვილი გუშინ დაუკავშირდა და ოჯახმა მოუწოდა პოლიციას ჩაბარებოდა. მათივე ინფორმაციით, გატაცების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, მხოლოდ ის იციან, რომ ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვართ.

შეგახსენებთ, გოგონას პოლიცია სამი დღის განმავლობაში ეძებდა. ის მეზობელთან ნიშნობაში იმყოფებოდა, სახლში დაბრუნებისას კი რამდენიმე პირმა გაიტაცა.

გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.