loader

"ვემშვიდობები დიდი ტკივილით... 20 წელი გასულა, რაც ერთმანეთი გაგვიცნია" - ლევან რატიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვემშვიდობები დიდი ტკივილით... 20 წელი გასულა, რაც ერთმანეთი გაგვიცნია" - ლევან რატიანი

"ვემშვიდობები დიდი ტკივილით ჩემს საყვარელ პროფესორს მაია დგებუაძეს, პროფესორს, რომელმაც სიცოცხლეში ბრძოლა და თავმდაბლობის სიმბიოზი მასწავლა", - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო-სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი სოციალურ ქსელში წერს.

"ასე და ასე იქნება, სიკვდილმა გაიმარჯვა სიცოცხლეზე, ეს ბუნების კანონია თითქოს, მაგრამ შეუგუებელი. მოიხედავ და 20 წელი გასულა, რაც ერთმანეთი გაგვიცნია და დღეს კი ვემშვიდობები, ვემშვიდობები დიდი ტკივილით ჩემს საყვარელ პროფესორს მაია დგებუაძეს, პროფესორს, რომელმაც სიცოცხლეში ბრძოლა და თავმდაბლობის სიმბიოზი მასწავლა. მასწავლა როგორი უნდა მიაღწიო ცოდნით წარმატებას. ბევრი ბევრი ვქონდა საკეთებელი, მაგრამ წუთისოფელმა ამ მიწიერ ვხოვრებაში დაგვაცილა, დაგვაცილა დროებით, რწმენით იმსა, რომ კვლავ შევხდებით ერთმანეთს... მშვიდობით პროფესირიო... მე კი პირობას გაძლევთ ყველა, თქვენს დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან! სხვისთვის უჩინარი იყო, ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ადამიანი, რომელიც მიქმნიდა წარმატების გარემოს. ღირებული სიტყვა ყოველდღიური დილით იყო "შვილო მომისმინე" და უსმენდი გაჩუმებული და გულისყურით... ესე იყო ესე... შენი წარმატება მახარებს და მაცოცხლებს ასე მეუბნებოდა... მადლობა ჩემო პროფესორო ყველა იმ ქმედებისვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ. მე კი შეუძლებელს გავაკეთებ ღირსეულად, რომ დავასრულო ცხოვრება, როგორც ექიმმა. მშვიდობით..." - წერს ლევან რატიანი.