loader

მესამე ქვეყნები კორონავირუსის ვაქცინის გარეშე რჩებიან - ვინ გადაარჩენს მათ პანდემიის დროს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მესამე ქვეყნები კორონავირუსის ვაქცინის გარეშე რჩებიან - ვინ გადაარჩენს მათ პანდემიის დროს?

ღარიბი ქვეყნები კორონავირუსის წინააღმდეგ ბედის ანაბარა რჩებიან - ვაქცინის უდიდეს ნაწილს მდიდარი ქვეყნები მოიხმარენ, ხოლო პაკისტანს, მექსიკას, ზიმბაბვეს და ბევრ სხვა ქვეყანას მის მოსაპოვებლად ხანგრძლივი და შრომატევადი ბრძოლა მოუწევთ.

ორგანიზაციების, Amnesty International-ისა და Oxfam-ის კვლევების თანახმად, ყველაზე კარგ შემთხვევაში 2021 წელს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის მხოლოდ 10% მიიღებს. ხოლო თუ მდგომარეობა არ შეიცვალა, მილიარდობით ადამიანი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვაქცინაციის გარეშე დარჩება. მათივე ინფორმაციით, საპირისპიროდ განვითარებულ ქვეყნებს იმდენი ვაქცინა ექნებათ, რომ მოსახლეობის აცრას სამჯერ შეძლებენ. მაგალითად, კანადაში იმდენი დოზის შეტანას აპირებენ, რომ მოსახლეობის აცრა 5-ჯერ იქნება შესაძლებელი.

ავტორი: ნინი გოგიშვილი