რას გულისხმობს შეღავათების ახალი პაკეტი, რომელიც მერიამ ბიზნესის მხარდასაჭერად მოამზადა?
პანდემიის პერიოდში ბიზნესის მხარდასაჭერად, თბილისის მერიამ შეღავათების ახალი პაკეტი მოამზადა.
როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განმარტა, შეღავათები როგორც მოიჯარეებს, რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებს, ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ პავილიონებს, ანუ ე.წ. ჯიხურებს შეეხებათ.
საუბარია ორთვიან შეღავათზე, რომელიც ეხება როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე, მუნიციპალური საწარმოების მიერ გაცემულ იჯარებს. ასევე, ამ ორი თვის განმავლობაში სანქცია-საურავების შეჩერებას და ბოლო პერიოდში, ანუ პირველი შეზღუდვებიდან მოყოლებული, 2021 წლის 1-ლი თებერვლის ჩათვლით დაკისრებული პირგასამტეხლოებისგან გათავისუფლებას.
მერიაში აცხადებენ, რომ ეს შეღავათები მეწარმეებს ეძლევათ იმ პირობით, რომ მას გადაიტანენ ქვემოიჯარეებზეც, თუ ასეთი ჰყავთ.