სამხედრო მოსამსახურის გაუჩინარების შესახებ თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია, რისი დადგენისთვისაც თავდაცვის სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია შესაბამის უწყებასთან.
როგორც უწყებაში აცხადებენ, 22 დეკემბერს თეიმურაზ გიუნაშვილი არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში, რის შემდეგაც სამინისტრომ განახორციელა სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან.
ამ დროისთვის, თავდაცვის სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია შესაბამის უწყებასთან სამხედრო მოსამსახურის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.
შეგახსენებთ, სამხედრო მოსამსახურეს, თეიმურაზ გიუნაშვილს რამდენიმე დღეა, რაც ოჯახი ეძებს.