პერუში კორონავირუსის შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა
პერუში კორონავირუსის შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 1 000 153 შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსის მსხვერპლთა რიცხვმა კი 37 218-ს მიაღწია. ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები განსაკუთრებით ნოემბერში გაიზარდა, რაც პოლიტიკურ კრიზისთან იყო დაკავშირებული. პერუში ნოემბერში, მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, 1 კვირის განმავლობაში 2 პრეზიდენტი შეიცვალა.
დაინფიცირებული პაციენტების ზრდის გამო პერუს დედაქალაქ ლიმას საავადმყოფოებში უკვე რამდენიმე დღეა საწოლების დეფიციტია. პერუს გარდა, ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის ვირუსის მილიონზე მეტი შემთხვევა ბრაზილიაში, არგენტინაში, კოლუმბიასა და მექსიკაში ფიქსირდება.