loader

ელისო ბოლქვაძე - ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, არ შეიძლება მომავალში ცუდი ადამიანი იყოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ელისო ბოლქვაძე - ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, არ შეიძლება მომავალში ცუდი ადამიანი იყოს

ვფიქრობ, სკოლაში მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს პროფესიონალურად. შეიძლება უმაღლეს დონეზე არ იყოს ყველა სკოლაში, მაგრამ ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკასა და მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება მომავალში ცუდი ადამიანი იყოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ბოლქვაძემ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც უმრავლესობის წევრები განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელს უსმენენ.

ბოლქვაძე მიხეილ ჩხეკელისგან დაინტერესდა, რა გეგმა აქვს სამინისტროს სკოლაში მუსიკალური განათლების დანერგვის კუთხით.