რა რეფორმების გატარებას გეგმავს ხელისუფლება მართლმსაჯულებაში?
მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ჯერჯერობით მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები არ იგეგმება. არჩევნებამდე თანამდებობა რვა წლის შემდეგ თეა წულუკიანმა დატოვა. ის ერთადერთი მინისტრია, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის პერიოდში არ შეცვლილა. ამჟამად ის განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეა.
რაც შეეხება იუსტიციის მინისტრს, კანდიდატად გოჩა ლორთქიფანიძეა წარდგენილი, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. იგი 2013 წლიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილე გახლდათ, ბოლო პერიოდში კი აღნიშნული თანამდებობის მოვალეობასაც ასრულებდა. როგორც უკვე აღვნიშნე, გოჩა ლორთქიფანიძე კაბინეტში ერთადერთი ახალი მინისტრია, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნდობა უკვე გამოუცხადა.
ავტორი: ნინი გოგიშვილი