loader

კოვიდ 19-ის ახალი შტამით ავსტრალიაში 2 ადამიანი დაინფიცირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოვიდ 19-ის ახალი შტამით ავსტრალიაში 2 ადამიანი დაინფიცირდა

ავსტრალიაში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა, - ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ვირუსის მუტირებული ვარიანტი ბრიტანეთიდან ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის შტატში ჩასულ ორ მოქალაქეს აღმოაჩნდა. ორივე ინფიცირებული ახლა კარანტინშია.

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი სახეობა გასულ კვირას აღმოაჩინეს. ამის გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ ბრიტანეთთან მიმოსვლაზე შეზღუდვები დააწესა.