კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო რომელი ვაქცინები შემოვა სააქართველოში? - "მსოფლიოს მიერ აღიარებული ვაქცინების ყველა დოზა გაყიდულია"
იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, "მოდერნას" და "ფაიზერის" ფირმის ვაქცინების ყველა დოზა უკვე გაყიდულია და საქართველოს ამ ტიპის ვაქცინა ვერ ექნება. მისივე თქმით, საქართველოს ექნება "კოვაქსის" პლატფორმაზე განთავსებული ვაქცინები. ამის შესახებ ბიძინა კულუმბეგოვმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.