მოიხსნება თუ არა შეზღუდვები 24 დეკემბრიდან? - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი
სავარაუდოდ, დღეს უნდა გახდეს ცნობილი, გაიხსნება თუ არა 24 დეკემბრიდან დიდი სავაჭრო ცენტრები და მოიხსნება თუ არა დროებით ამჟამად მოქმედი სხვა შეზღუდვები. გადაწყვეტილების მიღებას საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ელოდებიან.
ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
შეგახსენებთ, ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების გამო ქვეყნის მასშტაბით 28 ნოემბრიდან დახურულია სავაჭრო მოლები, ღია და დახურული ტიპის ბაზრები; შეჩერებულია მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.