მარინა ენდელაძე ასახელებს მიზეზს, რამაც პაციენტები კოვიდ 19-ის მძიმე გართულებებისგან დაიცვა - "ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს ნანახი"
"ფსიქოლოგიურ განწყობას, იმედს, ნამდვილად უდიდესი მნიშვნელობა აქვს; მათ შორის, ადამიანის ბუნებასაც. დადებითი განწყობა, იმედი, მართლაც ახდენს გავლენას კორონავირუსის მიმდინარეობაზე" - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმმა მარინა ენდელაძემ საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ლაივჩართვაში განაცხადა.