"კარგი ამბით მინდა დავიწყო" - ნათია თურნავა
"საქართველოს ეკონომიკა დასახელდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღია და მიმზიდველი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ინვესტორებისთვის. ეს კვლევა საკმაოდ დეტალური იყო", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.