loader

"მიდი, ბინგო, მიდი" - სოციალურ ქსელში შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიდი, ბინგო, მიდი" - სოციალურ ქსელში შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია


ძაღლების ჩხუბი მცირეწლოვნების თანდასწრებით - თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი სოციალურ ქსელში ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ აქეზებენ პიტბულის ჯიშის პატრონები საკუთარ ძაღლებს. ცხოველების ორთაბრძოლას ესწრებიან ბავშვებიც.

ძაღლთა თავშესაფარი სამართალდამცველებს რეაგირებისა და ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თავშესაფარი იმ პირის მონაცემებსაც აწვდის, ვინც, მათი მტკიცებით, თავშესაფარს აღნიშნული კადრები მიაწოდა.

ვიდეოს გაგზავნის მიზეზად კი მამაკაცმა, როგორც თამაზ ელიზბარაშვილი ამბობს, მსგავსი ძაღლის შეძენის სურვილი დაასახელა.