loader

ბადრი ესებუას მამის პირველი კომენტარი შვილის დაკავების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბადრი ესებუას მამის პირველი კომენტარი შვილის დაკავების შემდეგ

"ტელევიზიით გავიგე დაკავებულია, მეტი არაფერი არ ვიცი. არ ჰქონდა ჩემს შვილს არც ცეცხლსასროლი იარაღი, არც ყუმბარა. გზაშია დაკავებული, გავიგებ ყველაფერს. იზამდა ამას თქვენი აზრით?!" - განაცხადა ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულის, ბადრი ესებუას მამამ ტარიელ ესებუამ შვილის დაკავების შესახებ.

ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავა.

წყარო: "მთავარი არხი".