მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო - უწყვეტი პირდაპირი ეთერი
მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომა გაიხსნა. სხდომა კონსტიტუციის დადგენილი წესით პრეზიდენტმა გახსნა, რომელიც პარლამენტში შეკრებილებს ამ წუთებში სიტყვით მიმართავს.
პირველ პლენარულ სხდომას ესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი, დიპლომატიური კორპუსი, თბილისის მერი და სასულიერო პირები.
აღსანიშნავია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან წარმოდგენილნი, თუმცა პარლამენტი ხმათა უმრავლესობით 150-ვე წევრის უფლებამოსილებას ცნობს. ამის შემდეგ წინა მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყდება.