ლაშა ღლონტი სუპერმარკეტების მფლობელებს მიმართავს - "ერთი შეხედვით შეიძლება უტოპიური აზრი დამებადა, მაგრამ...
მომღერალი ლაშა ღლონტი ინიციატივით გამოდის, რომლის თანახმად, ის სავაჭრო ქსელების მფლობელებს სთავაზობს მარკეტში გამოჰყონ სპეციალური ადგილი იმ პროდუქტებისთვის, რომლებიც, მისი თქმით, ყველა იმ თანამოქალაქისთვის იქნება განკუთვნილი, ვისაც სჭირდება და ყიდვის საშუალება არ აქვს.
"მეგობრებო!!!! ერთი შეხედვით შეიძლება ტექნიკურად უტოპიური აზრი დამებადა, მაგრამ იქნებ გავაკეთოთ.
ყველა სუპერმარკეტში, სადაც საკვებ პროდუქტს შევიძენთ, მფლობელებმა გამოჰყონ რაიმე ადგილი, სადაც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ყველას საკუთარი სურვილით და შესაძლებლობიდან გამომდინარე ექნება საშუალება, ნებისმიერი საკვები პროდუქტი მოათავსოს საჩუქრად. ვისაც უნდა, მივა და აიღებს. დავარქვათ ამ ადგილს ,,თანაგრძნობის კუთხე”. რას იტყვით, ეს ხომ ძალიან მარტივია?
სავაჭრო ქსელების მფლობელები, იმედია, გამოგვეხმაურებიან, მათგან ხომ მხოლოდ ამ კუთხის მოწყობა დაგვჭირდება და ეს დიდი საქმეა!!!!
იქნებ მოაბას თავი ვინმემ. პირველი მე ვიქნები და ვიცი, ყველა სიამოვნებით გააკეთებს ამას. ჩვენ ერთმანეთის გარდა არავინ არ გვყავს. გაიხარეთ." - წერს ლაშა ღლონტი.