"დაჰაკე" და იბატონე" - "თვითერის" უსაფრთხოების დირექტორად ჰაკერი დანიშნეს
„ტვიტერის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ცნობილი ჰაკერი პეიტერ ზატკოსი, ზედმეტსახელად მაჯი დანიშნეს. მისი განცხადებით, ის „ტვიტერის“ საინფორმაციო უსაფრთხოებას დაიცავს. ასევე, პლატფორმის მდგრადობასა და ბოროტმოქმედების მანიპულაციებს აღკვეთს.
ზატკო 1980-იანი წლების ბოლოს აშშ-ში მოქმედი ცნობილი ჰაკერული დაჯგუფების წევრი გახლდათ. მან 90-იანი წლების დასაწყისში, ერთ-ერთმა პირველმა, ჰაკერების სახელით აშშ-ის ხელისუფლებასთან კონტაქტიც კი დაამყარა.
ავტორი: ნინი გოგიშვილი