თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 20 ოჯახი საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩა
თევდორე მღვდლის ქუჩაზე, #44-ში ხანძრის შედეგად 40 ოჯახიდან 20 ოჯახი საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩა.
თევდორე მღვდლის #44-ში მდებარე სამსართულიანი სახლში, რომელიც იტალიურ ეზოში მდებარეობს, გამთენიისას გაჩენილი ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა 20 ბინა, ხოლო დანარჩენ სახლებში ცხოვრება მეტნაკლებად შესაძლებელია.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სახანძრო სამსახურის უფროსის დავით ფრუიძის განცხადებით, ხანძარს 18 სახანძრო მანქანა აქრობდა. გამოძახებიდან 5 წუთში სამაშველო ბრიგადები თევდორე მღვდლის ქუჩაზე მივიდნენ. მოსახლეობის გამოყვანა ცეცხლმოდებული შენობიდან სახანძრო კიბეების საშუალებით მოხერხდა.
დამწვარია 400 კვ.მეტრის ფართი, ასევე დაზიანებულია ეზოში მდგარი ავტომანქანები.
ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაზარალებული მობინადრეების განცხადებით, თავს ნათესავებს შეაფარებენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც წასასვლელი არსად აქვთ.