loader

"გავარკვიე, მე მგონი, მენისკის ბრალია, მაგრამ მაინც მივდივარ, თქვენ ვერ დაგაღალატებთ" - მამაკაცი, რომელიც რევმატოლოგთან ერთი თვის წინ ჩაეწერა, დღეს წავიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გავარკვიე, მე მგონი, მენისკის ბრალია, მაგრამ მაინც მივდივარ, თქვენ ვერ დაგაღალატებთ" - მამაკაცი, რომელიც რევმატოლოგთან ერთი თვის წინ ჩაეწერა, დღეს წავიდა

ambebi.ge-მ იპო­ვა ეს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ასე­თი გულ­წრფე­ლი ემო­ცია და გუ­ლი­ა­ნი სი­ცი­ლი გა­მო­იწ­ვია. რო­გორც გა­ირ­კვა, ის კი­ნო­რე­ჟი­სო­რი შალ­ვა შენ­გე­ლია.

- ბა­ტო­ნო შალ­ვა, ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც რევ­მა­ტო­ლოგ­თან ჩა­წე­რას ოპე­რა­ტორ გო­გო­ნას სთხოვ­დით, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და. ისე ჩან­და, რომ აგ­ვის­ტო­ში და­რე­კეთ და ექიმ­თან ნო­ემ­ბერ­ში ჩაგ­წე­რეს... მოგ­ვი­ყე­ვით, რა და რო­გორ მოხ­და?

- კი, აგ­ვის­ტო ეწე­რა, მაგ­რამ ჩა­ნა­წე­რის ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბი­სას, ვი­ღა­ცამ ცოტა გა­ა­ბუ­ქა. მე დავ­რე­კე არა აგ­ვის­ტო­ში, არა­მედ ოქ­ტომ­ბრის პირ­ველ რი­ცხვებ­ში. ვი­ნა­ი­დან ოჯა­ხის ექიმ­თან ვი­ყა­ვი ჩა­წე­რი­ლი, ვი­ფიქ­რე, იმა­ვე დღეს რევ­მა­ტო­ლოგ­საც მო­ვი­ნა­ხუ­ლებ-მეთ­ქი. რო­დე­საც ოპე­რა­ტორ­მა მი­თხრა, - 10 ნო­ემ­ბე­რამ­დე ვერ ჩაგ­წერ­თო, - ამი­ტომ მქონ­და ის სა­ო­ცა­რი რე­აქ­ცია... მერე ბევ­რმა კო­მენ­ტა­რებ­ში და­წე­რა, - რა მოხ­და, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, უცხო­ეთ­ში კი­დევ უა­რე­სა­დაა ამ მხრივ საქ­მე და ამა­ში გა­სა­ო­ცა­რი რა არის, ვერ ვხვდე­ბი­თო.