loader

ცნობილია, რომელ საათამდე იმუშავებენ თბილისის მეტრო და ავტობუსები დღეიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია, რომელ საათამდე იმუშავებენ თბილისის მეტრო და ავტობუსები დღეიდან

თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 22:00 საათამდე იმუშავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ აღნიშნული გარემოებები და სპეციალისტების რეკომენდაციები დაიცვან.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის, თბილისში, 22:00-დან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება იზღუდება.

ახალი რეგულაციის თანახმად, დღეიდან თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მუშაობას 22:00 საათზე შეწყვეტენ.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მგზავრობის დაგეგმვისას აღნიშნული გარემოებები გაითვალისწინონ და სპეციალისტების რეკომენდაციები დაიცვან.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.