loader

ნანუკა ჟორჟოლიანი საზოგადოებას მიმართავს - "მანდატის გარეშე მოვაგვარებ თქვენს უმძიმეს, პერსონალურ პრობლემებს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნანუკა ჟორჟოლიანი საზოგადოებას მიმართავს - "მანდატის გარეშე მოვაგვარებ თქვენს უმძიმეს, პერსონალურ პრობლემებს"

"ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მოსახლეობას ჰპირდება, რომ მათ პრობლემებს მანდატის გარეშეც მოაგვარებს.

ამის შესახებ ჟორჟოლიანი "ფეისბუქზე" წერს.

"ახლა არჩევნები ცოტა ხნით დავივიწყოთ და მინდა მოგმართოთ ყველას, ვინც ამ დღეების მანძილზე გნახეთ. იცოდეთ, ყველა პირობა ძალაში რჩება.
მე მანდატის გარეშე მოვაგვარებ თქვენს უმძიმეს, პერსონალურ პრობლემებს. არ გეგონოთ, შორეულ მომავალზე ვსაუბრობდე, ხვალიდან შევუდგები თითოეული თქვენგანის ისტორიების განხილვას.

წყალტუბო, მადლობა ამ შედეგისთვის. იცოდე, ცხოვრების ბოლომდე ვარ შენთან ვალში და უკვე ვიცი გზა, როგორ უნდა ვიყოთ ერთად. სამტრედია, ძალიან შემიყვარდი. ვანი, მაგრად იომეთ და არასოდეს დაგივიწყებთ. ხონი, მარტო იმ პატარა გოგოსთვის ღირდა ამ რაიონის გაცნობა. აწი იწყება მთავარი ბრძოლა. ამიტომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.