loader

29 ოქტომბრიდან ჟურნალ "გზასთან" ერთად მკითხველი მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდს" მიიღებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

29 ოქტომბრიდან ჟურნალ "გზასთან" ერთად მკითხველი მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდს" მიიღებს

როცა ომი სრულდება, ლიტერატურა მის გააზრებაში გვეხმარება. ის ადამიანური ისტორიები, რომლებიც უმძიმესმა მოვლენებმა შექმნა, ნათლად დაგვანახებს, რისი გავლა მოგვიწია ან რა განიცადეს წლებისა და საუკუნეების წინ მათ, ვინც სიკვდილის შიშით იატაკქვეშ იმალებოდა, ბრძოლის წინა ხაზზე იყო, მტრის რიგებს მიაპობდა ან შვილსა თუ ძმას ომში აცილებდა.
გამომცემლობა "პალიტრა L-მა" გადაწყვიტა, ჩვენი უახლესი ისტორიიდან, ომის თემატიკაზე შექმნილი ნაწარმოებები პროექტში "ომებსა და ადამიანებზე" გააერთიანოს.
სერია თომას კენილის "შინდლერის სიით" დაიწყო და მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდით" გრძელდება. წიგნი ჟურნალ "გზასთან" ერთად 29 ოქტომბერს გამოვა. მისი სპეციალური ფასია 8 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10 ლარი.
იკითხეთ წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში.