loader

"წავედი და ტესტი გავიკეთე; ახლა რას მთავაზობთ, რომ თვითიზოლაციაში გადავიდე?" - გიორგი გახარია ჟურნალისტს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წავედი და ტესტი გავიკეთე; ახლა რას მთავაზობთ, რომ თვითიზოლაციაში გადავიდე?" - გიორგი გახარია ჟურნალისტს

მე პირბადე მიკეთია ყოველთვის, ტესტიც დამატებით გავიკეთე, თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა? ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს, იქნებ იდეა შემომთავაზოთ ამასთან დაკავშირებით? - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც მმართველი გუნდის წევრის, ნინო წილოსანის კოვიდინფიცირების გამო, ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლის თვითიზოლაციაში გადასვლის საკითხს შეეხებოდა.

გახარიას თქმით, მას და "ქართული ოცნების" ყველა წევრს პირბადე ეკეთა მაშინ, როცა საარჩევნო კამპანიაში ნინო წილოსანთან ერთად მონაწილეობდა.