loader

ტრანსგენდერი ქალი ფანჯრიდან გადახტა - რა გახდა მიზეზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრანსგენდერი ქალი ფანჯრიდან გადახტა - რა გახდა მიზეზი

სექსუალური ძალადობა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარა ტრანსგენდერ ქალზე. ქალი თბილისში, ისაკაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გადმოხტა. მიზეზი სავარაუდო ძალადობის ფაქტია. ტრანსგენდერი ქალის მეგობრები ამტკიცებენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელიც კორპუსში ქირით ცხოვრობს, მათ მეგობარზე იძალადა, შემდეგ კი სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ჯგუფები, თუმცა დაზარალებულმა მკურნალობის საავადმყოფოში გაგრძელებაზე უარი თქვა.

ტრანსგენდერი ქალი გვიანობამდე იკითხებოდა პოლიციაში. საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.