loader

"საკარანტინო სივრცეებში გადაყვანის სქემა შეიცვლება" - ვის შეეხება ცვლილება? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საკარანტინო სივრცეებში გადაყვანის სქემა შეიცვლება" - ვის შეეხება ცვლილება?

საქართველოში დაბრუნებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც თან PCR ტესტი ექნებათ, საკანატინო სივრცე აღარ დასჭირდებათ. პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დაემატება და გაიხსნება ახალი ფრენები, საქართველოს მოქალაქეების საკარანტინო სივრცეებში გადაყვანის სქემა შეიცვლება.

“ჩვენს ყველა მოქალაქეს, რომელიც სამშობლოში ბრუნდება და თან PCR ტესტი ექნება, საკარანტინო სივრცე აღარ დასჭირდება. ექნება შესაძლებლობა 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში გადავიდეს. ეს ის მოთხოვნაა, რაც მან უნდა დააკმაყოფილოს. მოქალაქეებს, რომელთაც PCR ტესტი არ ექნებათ, შეეძლებათ ზუსტად ისევ ისე გამოიყენონ საკარანტინო სივრცე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.