loader

"ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული" - თენგიზ ცერცვაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული" - თენგიზ ცერცვაძე

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, COVID19-ის პრევენციის მიზნით, შეიქმნება 5 მობილური ჯგუფი, რომელთაგან ერთი ჯგუფი წავა აჭარაში, ერთი იმერეთში, ხოლო დანარჩენი სამი კი თბილისში დარჩება.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, მობილური ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ჯანდაცვის მინისტრისა და გაფართოებული კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რაც გულისხმობს იმას, რომ მოხდა არსებული გაიდლაინის ხელახლა გავლა, მისი თანამედროვე მოთხოვნების და მონაცემების განახლება. ცერცვაძის თქმით, ამის შესახებ მონაცემები მალე გამოქვეყნდება.