"შე ნაბ... შენი დედა მო..." - ხელვაჩაურის მერმა ჟურნალისტს უშვერი სიტყვებით აგინა
ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე სამსახურებრივი ავტომანქანით "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო შეხვედრაზე, სოფელ მაჭახელაში "ოცნების" კანდიდატებთან ერთად დააფიქსირეს. აგიტაციაში მონაწილე მერს ბათუმელების ჟურნალისტმა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე კითხვა დაუსვა, თუმცა მერი დასმულმა შეკითხვამ ისე გააღიზიანა, რომ ჟურნალისტს აგინა.