კადრები ლაგოდეხიდან, სადაც ავარია მოხდა - "მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ავტომობილი ამობრუნდა"
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ავტომობილი ამობრუნდა, რის შედეგადაც მძღოლი დაშავდა.
დაშავებული მამაკაცი ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.