loader

ვინ არის ქართველი მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით, პოლონეთში დამსაქმებელთან ჩხუბის დროს გარდაიცვალა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ქართველი მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით, პოლონეთში დამსაქმებელთან ჩხუბის დროს გარდაიცვალა?

მომხდარის შესახებ ოჯახმა წუხელ შეიტყო, თუმცა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი მათთვის უცნობია.

ერთ-ერთი ვერსიით, მას დამსაქმებელთან ჰქონდა კონფლიქტი, ჩხუბის დროს მამაკაცი დაეცა და დაიღუპა. ოჯახის ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოკითხვაზე არიან როგორც ქართველები, ასევე ადგილობრივები.

ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხერხდება ცხედრის საქართველოში გადმოსვენება. ოჯახი გამოძიების შედეგებს ელოდება.

მათივე ინფორმაციით, ვანო სანებლიძე პოლონეთში სამუშაოდ რამდენიმე თვის წინ წავიდა. მას ოჯახთან კონტაქტი ბოლოს რამდენიმე დღის წინ ჰქონდა და კონფლიქტზე არასოდეს უსაუბრია.