"ვახუშტ ტელ გინდა?! თუ ამდენს ვერ ქაჩავ... მომწერე პასუხი და არ მომწერის..."- ბექა ოდიშარია საია-ს იურისტს დაუპირისპირდა
"ვახუშტ ტელ გინდა?! თუ ამდენს ვერ ქაჩავ... მომწერე პასუხი და არ მომწერის...", - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტს, ვახუშტი მენაბდეს.
ბექა ოდიშარია საია-ს იურისტს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ვახუშტი მენაბდემ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მელიქიშვილის ქუჩაზე, ტროტუარზე პარლამენტის საშვის მქონე მანქანა იყო გაჩერებული.
"ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორი. ეს საქართველოს პარლამენტის საშვია. ავტომობილმა, რომელზეც ისაა გაცემული, მელიქიშვილის ბოლოში ტროტუარზე მოიკალათა. იქვე მეორე ავტომობილია ელიტური ნომრებით. ფეხით სავალი სრულად აქვს გადაკეტილი. ამის გამო საჯარო სამსახურიდან უნდა ათავისუფლებდნენ", - წერს მენაბდე.