loader

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ დაიკლო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ დაიკლო

საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12 272-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ამასთან, გარდაიცვალა საქართველოს კიდევ 6 მოქალაქე და ამ დროისთვის კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 91-ს შეადგენს.

გარდა ამისა, საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 211 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე 6538-ია.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836 პირი. კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია 1393 პაციენტი, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. 6 გარდაიცვალა.