loader

თბილისის რომელ უბნებში გადაურჩა კორპუსები აფეთქებას?- "თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის რომელ უბნებში გადაურჩა კორპუსები აფეთქებას?- "თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს

"თბილისის სამ უბანში კორპუსები აფეთქებას გადაურჩა"- ამის შესახებ "თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ბინის მეპატრონეების უყურადღებობის გამო სამი კორპუსი - დიდუბეში, საბურთალოსა და სამგორის რაიონში აფეთქდებოდა.

"ბინის მეპატრონეების უყურადღებობის გამო სამი კორპუსი - დიდუბეში, საბურთალოსა და სამგორის რაიონში აფეთქდებოდა, რომ არა ყურადღებიანი მეზობლები, რომლებმაც დარეკეს - 114-ზე და გაზის სუნის შესახებ შეგვატყობინეს.

როგორც აღმოჩნდა, ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ და გაზის ონკანი უყურადღებოდ ჰქონდათ დატოვებული.

გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების სიცოცხლეს. თქვენი უყურადღებობის გამო შესაძლოა სხვების სიცოცხლე შეიწიროთ.

იფიქრეთ ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარებაზე" - ნათქვამია "თბილისი ენერჯის" განცხადებაში.