loader

ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტი უკანასკნელი მოსმენით დამტკიცდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტი უკანასკნელი მოსმენით დამტკიცდა

ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება წარმოადგინა.

კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვენეციის კომისიას სურდა, საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წესის რეფორმირებაში დახმარებოდა, რათა ის ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში მოსულიყო, თუმცა, როგორც კომისიის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოსაზრებისთვის დაგვიანებით მიმართვის გამო მათ ჰქონდათ საკმაოდ ლიმიტირებული დრო, რომელიც მხოლოდ იმაში გამოიყენეს, რომ შეედარებინათ, რამდენად მოდიოდა მიღებული კანონი კომისიის წინა რეკომენდაციებთან თანხვედრაში.

ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი მესამე და უკანასკნელი მოსმენით 2020 წლის 30 სექტემბერს დამტკიცდა, თუმცა რჩება საქართველოს ხელისუფლების განკარგულებაში ამ საკითხში მომავალი დახმარებისთვის.