"ძალიან გთხოვთ, რომ ეს გზავნილი კარგად იყოს მიტანილი მოსახლეობამდე" - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დამტკიცებულია განკარგულება, რომლის თანახმადაც ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი ყოველგვარი ტესტირების გარეშე გადადის თვითიზოლაციასა და კარანტინში. გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ინფიცირებულთან კონტაქტირებულმა პირებმა არანაირი სიმპტომები არ გამოავლინეს, 12 დღის შემდეგ ისინი ასევე ტესტირების გარეშე თავისუფლდებიან იზოლაციისგან.