loader

რა მიზეზით ახსნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული მოქალაქეების სიმრავლე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მიზეზით ახსნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული მოქალაქეების სიმრავლე?

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეიდან ამოქმედებული გამოჯანმრთელებულთა კრიტერიუმების მიხედვით, უსიმპტომო პირს 10 დღის შემდეგ შესაძლოა გამოჯანმრთელებულის სტატუსი მიენიჭოს.

სწორედ ამ მიზეზით ახსნა თამარ გაბუნიამ დღეს გამოჯანმრთელებული მოქალაქეების სიმრავლე. როგორც მან აჭარის მთავრობის სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გამოჯანმრთელებული პაციენტების ოდენობა მომდევნო დღეებშიც მაღალი იქნება.

დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 3120-ს შეადგენს.