loader

ქართველი “კანონიერი ქურდი” მოსკოვის ერთერთ ციხეში თოკზე ჩამომხრჩვალი იპოვეს - ვინ არის “კახა გალსკი“, სკანდალური ცნობები გარდაცვლილის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი “კანონიერი ქურდი” მოსკოვის ერთერთ ციხეში თოკზე ჩამომხრჩვალი იპოვეს - ვინ არის “კახა გალსკი“, სკანდალური ცნობები გარდაცვლილის შესახებ

ე. წ. კრიმინალური ავტორიტეტი კახაბერ ფარფალია, იგივე “კახა გალსკი”, რუსეთის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. მოკლეს თუ თავი მოიკლა ე. წ. კანონიერმა ქურდმა, უცნობია.
არსებობს გარდაცვალების 3 ვერსია - ინსულტი, თავის ჩამოხრჩობა და მკვლელობა. რუსული მედია აქტიურად წერს თვითმკვლელობაზე. ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მოსკოვში 2018 წლის დეკემბერში დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კახაბერ ფარფალია რუსეთში დიდიკრიმინალური ავტორიტეტით სარგებლობდა და მას უამრავ სკანდალურ ფაქტებთან ჰქონდა კავშირი. 
ინტერნეტში კახაბერის გარდაცვალების შემდგომ, გვამის დათვალიერების ვიდეო ვრცელდება, რომელიც მძიმე სანახავია. სხეულს წამებისა და ცემის კვალი აღენიშნება.