ყაჩაღობა ქუთაისში - ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოსული მამაკაცი ცივი იარაღით მაღაზიაში შეიჭრა
ყაჩაღობა ქუთაისში. ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოსული მამაკაცი ცივი იარაღით მაღაზია "ორ ნაბიჯში" შეიჭრა და სიცოცხლის მოსპობის სანაცვლოდ თანხას, სიგარეტებსა და ალკოჰოლს ითხოვდა. თავდამსხმელი კონსულტანტებს დანით ემუქრებოდა, რა დროსაც განგაშის სიგნალით დაცვის პოლიცია გამოიძახეს.