თბილისში დაბადების დღესთან დაკავშირებული ახალი კლასტერი ჩამოყალიბდა - ამირან გამყრელიძე დეტალებზე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, თბილისში, კონკრეტულად კი, სოფელ დიღომში ინფიცირებულთა ახალი კლასტერი ჩამოყალიბდა. გამყრელიძის განცხადებით, ვირუსის გავრცელება დაბადების დღეს უკავშირდება.