loader

კორონავირუსი კიდევ ერთ ქართველ პოლიტიკოსს დაუდასტურდა - დეპუტატი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორონავირუსი კიდევ ერთ ქართველ პოლიტიკოსს დაუდასტურდა - დეპუტატი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს

"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის", აღმასრულებელ მდივანს, გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფორმაციას პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ადასტურებს.

პარტიის ცნობით, გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით შევიდა.

"ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" კიდევ ერთ წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსი 9 სექტემბერს დაუდასტურდა. ის და მისი ცოლი, ჟურნალისტი ვიკა ბუკია რამდენიმე დღეა, ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობენ.

წყარო: "ფორმულა"