loader

“დღეს უფრო მეტად, ვიდრე გუშინ“ - რა ახალი სიმპტომის შესახებ საუბრობს თეონა ცხომელიძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დღეს უფრო მეტად, ვიდრე გუშინ“ - რა ახალი სიმპტომის შესახებ საუბრობს თეონა ცხომელიძე?


“დღეს ახალი ისაა, რომ მახველებს. უფრო მეტად ვიდრე გუშინ, მაგრამ არა ძალიან. გემო დავკარგე.
ნანამ კიევური გამომიგზავნა და მარტო ის გავიგე, რომ თბილი იყო და ლამაზიც.
ჩვენს სართულზე სიმშვიდეა, 6-ზე მძიმე პაციენტები აქ არ ყავთ, ექიმები სადღაც სხვაგან არიან. მედდა ლალი დაქრის ზემოთ-ქვემოთ პერიოდულად შემოაკაკუნებს ხოლმე, ხან წამალს ტოვებს კართან გარეთ, ხან საკვებს.
დღეში რამდენჯერმე დეზინფექციაა დერეფანში. '-მიდი მალე მოწამლე და ჩაი დავლიოთ' გუშინ მომესმა.
კახელებს ქონიათ იუმორი, კოვიდ-მეზობელი მყავს ველისციხიდან“- წერს ცხომელიძე.