loader

საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დღეს დაფიქსირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დღეს დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1917 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის გვერდზე განახლდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და 1354-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.