loader

რომელი ორი ცნობილი მომღერალი უერთდება "პატრიოტთა ალიანსის" რიგებს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელი ორი ცნობილი მომღერალი უერთდება "პატრიოტთა ალიანსის" რიგებს?

ფორმულანიუსის ინფორმაციით, თემურ თათარაშვილი და ჯემალ სეფიაშვილი "პატრიოტთა ალიანსის" რიგებს უერთდებიან. ისინი შესაძლოა პარტიის სიაშიც ვიხილოთ.

ასევე, პარტიის მხარდამჭერ მუსიკალურ ვიდეოს ამზადებენ.

"პატრიოტთა ალიანსის" წევრები უკვე გახდნენ ყოფილი სახალხო დამცველი და დეპუტატი ნანა დევდარიანი და "ლეიბორისტული პარტიის" ყოფილი წევრები: კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი და პაატა ჯიბლაძე. ისინი 8 აგვისტოს ღონისძიებაზე თბილისის რამდენიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატებად დასახელდნენ.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი კი კენჭს ნაძალადევში იყრის. აქ ის შალვა ნათელაშვილის კონკურენტი იქნება.