loader

შსს იმ პირების დაკავების კადრებს ავრცელებს, რომლებიც ვარკეთილში მაღაზიის დაყაჩაღებისთვის დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს იმ პირების დაკავების კადრებს ავრცელებს, რომლებიც ვარკეთილში მაღაზიის დაყაჩაღებისთვის დააკავა


შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ნ.ა. და 1997 წელს დაბადებული რ.ს. ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, ვარკეთილში მდებარე შპს “ივერიის” საბითუმო მაღაზიას ყაჩაღურად თავს დაესხნენ და იარაღის მუქარით დიდი ოდენობით თანხა გაიტაცეს.

სამართალდამცველებმა გატაცებული თანხის ნაწილი და დანაშაულის ჩადენის იარაღი - ხმოვანი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.