loader

რა ზომებს მიიღებს სკოლა, თუ მოსწავლეს ტემპერატურა დაუფიქსირდება - ის, რაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ზომებს მიიღებს სკოლა, თუ მოსწავლეს ტემპერატურა დაუფიქსირდება - ის, რაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო დაწესებულებაში მოსწავლეს ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას ცალკე ოთახში გადაიყვანენ. როგორც "დღის კურიერის" ეთერში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ განაცხადა, პირს რამდენჯერმე გადაუმოწმებენ ტემპერატურას და თუ მაჩვენებელი კვლავ მაღალი იქნება, მის მშობლებს აცნობებენ.

"იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს დაუფიქსირდა ტემპერატურა, ის გადადის ცალკე სივრცეში. გარკვეული პერიოდის შემდეგ ხელახლა ხდება ტემპერატურის შემოწმება. თუ კიდევ დაუდასტურდა, რამდენიმე დადასტურების შემთხვევაში მოსწავლე გადადის საიზოლაციო ოთახში და სწორედ ამის შემდეგ ხდება მშობლის ინფორმირება და მშობელს ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ მოვიდეს სკოლაში და სახლში დააბრუნოს მოსწავლე.