loader

გადაიდება თუ არა სასწავლო პროცესი? - ეკატერინე ტიკარაძის განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გადაიდება თუ არა სასწავლო პროცესი? - ეკატერინე ტიკარაძის განცხადება

დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება არც უმაღლეს სასწავლებლებში.

„დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია არაერთი სკოლა. აქედან 600-მა სკოლამ დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რომლებიც არის ჩვენგან წარმოდგენილი. დანარჩენებს მიეცათ მითითება, თუ რა ხარვეზები იყო გამოსასწორებელი იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხოდ წარიმართოს“, -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.