loader

საშინელი კადრები კალიფორნიიდან, სადაც ხანძრის მასშტაბმა რეკორდს მიაღწია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საშინელი კადრები კალიფორნიიდან, სადაც ხანძრის მასშტაბმა რეკორდს მიაღწია

აშშ-ის შტატ კალიფორნიაში ტყის ხანძრების მასშტაბმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამ ინფორმაციას BBС ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის შტატში ხანძარმა 24 სხვადასხვა კერაზე 800 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა. ხანძრის ჩაქრობას კალიფორნიაში 14 000-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს.

მაშველებმა ხანძარსაშიში ზონიდან უსაფრთხო ადგილას ასობით ადამიანი გადაიყვანეს. ხანძრის გაჩენის მიზეზი შტატში რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა. ჰაერის ტემპერატურამ კალიფორნიის ცალკეულ ტერიტორიებზე 49 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.